წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საინტერესო ტრენინგს დაესწრო
07-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვება. ხელმძღვანელი ასევე მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ტრენინგებს ესწრება, გამოცდილებას კი სასკოლო საზოგადოებას უზიარებს. 

ამჯერად, სკოლის დირექტორი, ბუღალტრებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საინტერესო ტრენინგს თემაზე: „სახელმწიფო ხაზინა“ დაესწრო.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მან საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღო.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203