ყვარლის N2 სკოლის მკითხველთა კლუბმა დასკვნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა
07-06-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებით მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ. 

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ კლუბმა მუშაობის შედეგები საინტერესო ღონისძიებით შეაჯამა. 

მკითხველთა კლუბმა დასკვნითი ღონისძიება ილიას სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 2023-2024 სასწავლო წელი მკითხველთა კლუბისთვის ნაყოფიერი იყო.

„მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნიჭიერებით, წიგნიერებით, ლიტერატურის მიმართ სიყვარულით, მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევებით გამორჩეული მოსწავლეები გვყავს“, -სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

მკითხველთა კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს წაკითხული წიგნები და გააცოცხლეს საყვარელი პერსონაჟები. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„უდიდესი მადლობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებს, მუზეუმის თანაშრომლებს სასწავლო წლის განმავლობაში მუდმივად გვერდში დგომისთვის, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისათვის.

კლუბის ხელმძღვანელია მზია ბაიდოშვილი, მრავალი წელია ჩვენს სკოლაში ეს კლუბი ფუნქციონირებს და, დამეთანხმებით, საამაყო საქმეა დღეს ბავშვის წიგნთან დაბრუნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203