ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია.
ახლახან კი, სკოლიდან კურსდამთავრებულთა 42-ე ნაკადი დიდი ზეიმით გააცილეს. მათ სასკოლო საზოგადოებას, დამალის კულტურის სახლის სცენიდან, ღონისძიება - „ბოლო ზარის ბოლო რეპეტიცია“ წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეთორმეტეკლასელებმა განსხვავებული ხასიათის ღონისძიება გამართეს, რომელიც დაფუძნებული იყო მოსწავლეთა განვლილ სასკოლო ცხოვრებაზე. ღონისძიებამ ყველას ღიმილი მოჰგვარა და დადებითი ემოციებით დამუხტა.
კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს და სცენაზე „გააცოცხლეს“ ამბები საკუთარი სასკოლო გამოცდილებიდან. მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებით, სიმღერებითა და ცეკვებით მაყურებელი დამალის კულტურის სახლის სცენიდან გააბედნიერეს.
„საყვარელო კურსდამთავრებულებო, თქვენი ახალი ცხოვრება ყოფილიყოს ფერადი, ბრჭყვიალა და წარმატებული“,- წერს 12 კლასის დამრიგებელი ანი ჰარუთიუნიანი.
იხილეთ ფოტოები: