მინაძის საჯარო სკოლის პირველკლასელმა ნაყოფიერი სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულა
07-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის პირველკლასელმა მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამა სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი. 

ანასტასიამ, პირველი სასწავლო წლის ბოლო დღე სკოლაში ზეიმით აღნიშნა, მისთვის სასწავლო წლის ბოლო დღეც პირველის მსგავსად ემოციებით დატვირთული და დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თუ სექტემბრის თვე სასკოლო თავგადასავლების დაწყებას უკავშირდება, ივნისი უკვე დამეგობრებული მოსწავლეების რამდენიმე თვით დამშვიდობებას მოასწავებს და არანაკლებ მძაფრ ემოციებს იწვევს მათში.

სკოლაში თვლიან, რომ მნიშვნელოვანია სასწავლო წლის ბოლო დღის ისეთივე საზეიმო განწყობით დასრულება, როგორითაც მოსწავლეებს წლის დასაწყისში შეეგებნენ, სწორედ ამ გვარი მიდგომა ხდება მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყარო. 

ანასტასიას მასწავლებლებმა საინტერესო აქტივობები მოუმზადეს. ერთი საგაკვეთილო საათის ფარგლებში, შვიდი აქტივობის დახმარებით, მან გამოავლინა ყველა ის სასწავლო უნარ-ჩვევა, რომელიც წლის განმავლობაში განივითარა.

„მიილია ჩვენ პატარა ანასტასიასთან მუშაობის საინტერესო, მხიარული და სიახლეებით აღსავსე ერთი წელი“, - ასე გააცილეს მოსწავლე სკოლიდან, მხიარული არდადეგები უსურვეს და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203