თელავის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ანბანის ზეიმით“ შეაჯამეს
07-06-2024

თელავის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა, დასასრულიც საზეიმო და დაუვიწყარი იყო. 

პატარებმა  „ანბანის ზეიმით“, შეაჯამეს სასწავლო წელი, საზეიმოდ მორთულ კლასში, სადღესასწაულოდ გამოწყობილებმა მრავალფეროვანი წარმოდგენა დადგეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი, ნათია მაისურაძე ხელმძღვანელობდა. 

„ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს!“,- ასე მიულოცეს სკოლაში პატარებს სასწავლო წლის დასასრული და მხიარული არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203