მზისგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა „ოქროს ფონდიდან“ წაკითხული ლექსები მოისმინეს
05-06-2018

მზისგულის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობის დასრულებისას შემდეგ მეხუთე კლასში  ღონისძიება „პოეზიის ხუთი წუთი“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, ჯანსუღ ჩარკვიანის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

წრის მუშაობის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებს  შემოქმედებითი უნარი განუვითარდათ,  ცოდნა კი ესგ-ის მოთხოვნების მიხედვით გაუღრმავდათ. 

მათ  პოეზიის დანიშნულება და პოეტების მოვალეობა საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე გაიაზრეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები  ქართველი მწერლების და მსახიობების მიერ წაკითხულ ლექსებს ოქროს ფონდიდანაც ისმენენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203