ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის საბაზო სკოლაში საინტერესო, ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის თემა - „ძველი თბილისი და ლურჯი სუფრა“, გახლდათ, რომელიც ორი თვის განმავლობაში, საგნების: ქართული ენისა და ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრირებით მიმდინარეობდა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საერთო პროდუქტი, ილუსტრაციებით დამშვენებული ხელნაკეთი წიგნი, რომელშიც არაერთ საინტერესო ინფორმაციას გაეცნო სასკოლო საზოგადოება და ასევე ლურჯი სუფრა, რომელიც სხვადასხვა ტექნიკითა და მრავალფეროვანი ორნამენტებით არის გაფორმებული.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა წიგნიც და სუფრაც საჩუქრად სკოლას გადასცეს და გამოთქვეს იმედი, რომ კარგი რესურსი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტ-გაკვეთილის ხელმძღვანელი მასწავლებლები: ნონა პაპუნაშვილი და რუსუდან იმერლიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: