სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანიმაციურ ფესტივალზე ზღაპრული წარმოდგენით წარდგნენ
07-06-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ნაბაკევის ახალ პარკში, სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობით - „ანიმაციური ფესტივალი“ პირველად ჩატარდა. 

მასში სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. სკოლას წილად ხვდა ფესტივალზე ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „ყინულის დედოფალი“ წარედგინა. მოსწავლეები მესამე კლასის პედაგოგებმა - ირმა შუბლაძემ და მაია წერეთელმა, მუსიკის პედაგოგ თეონა გაბედავასთან ერთად, მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ყინულის დედოფალს განასახიერებდა მე-8 კლასის მოსწავლე. მათ სრულად დაიცვეს დროის ლიმიტი და მაყურებელს 10 წუთში წარმოუდგინეს ზღაპრის მთავარი იდეა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203