ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის აღინიშნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც 9 აპრილი დარჩენილა.
ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა და სიტყვით გამოვიდა ისტორიის მასწავლებელი ჯამბულ საგინაძე. მოსწავლეებმა ხატია საგინაძემ, ანეტი ღორჯომელაძემ, მაგდა საგინაძემ, ქრისტინა საგინაძემ, მაკა საგინაძემ, დაჩი შვაძემ თემატური ლექსები და სიტყვა წაიკითხეს.
ღონისძიების მონაწილეებს სკოლის დირექტორი რომან საგინაძე მიესალმა. მან, ღონისძიების მონაწილეებმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.