„ენა დედაა ერისა“ - მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
10-06-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

მათ შორის იყო დედანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - დალი აბულაძემ.

აღნიშნულ დღეს, I-XI კლასების მოსწავლეებმა დედაენაზე საინტერესო ლექსები წაიკითხეს და მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. ღონისძიებაზე, მოსწავლეებს დედაენის დღე სკოლის დირექტორმა - რომან საგინაძემ მიულოცა.

„მუდამ ისმოდეს საქართველოში ქართული ხმა ქართულ  ენაზე“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა - რომან საგინაძემ.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203