კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ისაუბრეს
05-06-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ისაუბრეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს. 

კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ვუსურვებთ საქართველოში მცხოვრებ თითეულ ბავშვს ღირსეულ, ჯანმრთელ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203