როლური თამაში და მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების საინტერესო დახასიათება -სენაკის N2 სკოლის მოსწავლეება საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-06-2024

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, VII კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მას მასწავლებელი გულსუნდა ხუბულავა უძღვებოდა. 

აღნიშნული გაკვეთილის თემა იყო „პერსონაჟის პორტრეტი“ (ლიტერატურული პარალელი - ილია ჭავჭავაძის „კაცია- ადამიანი?!“ და ალფონს დოდეს “ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“).

მოსწავლეებმა როლური თამაშები გამართეს. მათ მოქმედი გმირების პორტრეტები გაიხსენეს. აგრეთვე, ტიპიურ გარემოში ტიპის მოქმედებით მიხვდნენ, რას წარმოადგენდნენ პერსონაჟები. ბოლოს, მოსწავლეებმა შეძლეს დაეხასიათებინათ ახალგაცნობილი პერსონაჟები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203