სენაკის N3 სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ ღონისძიებაზე საინტერესო წარმოდგენებით წარდგნენ
07-06-2024

სენაკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეებში ეროვნულ ღირებულებებს აღვივებენ და ეს კარგად აისახება სკოლის აქტივობებზეც.

ცხადია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები, საინტერესო ნომრებით რაიონულ ღონისძიებაში ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს საქართველოს ისტორიაზე და ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ უშრეტ მისწრაფებაზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203