ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და შეჯიბრში ერთვებიან.
მათ სკოლა არაერთხელ უსახელებიათ. ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლე ეშკინ კულიევის სპორტული მიღწევით ამაყობენ.
ის სპორტულ შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთო, ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და დიდ წარმატებას მიაღწია - ის კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სკოლაში ამ წარმატებით ხარობენ და მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: