ბერძენაულის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგი ეთერ ხარაზიშვილი დამსახურებული მასწავლებლის სტატუსის მისაღებად წარადგინა
07-06-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ. 

ისინი როგორც საკუთარ, ისე მოსწავლეთა განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნავენ. სწორედ ასეთი მასწავლებელია ეთერ ხარაზიშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. 

მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. სკოლაში ეთერ ხარაზიშვილის შრომას აფასებენ. ამის დასტურია ისიც, რომ ღვაწლმოსილი მასწავლებელი სკოლამ დამსახურებული მასწავლებლის სტატუსის მისაღებად წარადგინა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203