წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ
07-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისთან ერთად, წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაასუფთავეს სოფლის მიმდებარე ტერიტორია. 

კერძოდ, მოსწავლეებმა სოფლის ტაძრის შემოგარენი გაასუფთავეს ნარჩენებისგან. 

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებაც ისაუბრეს, მისი არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203