შილდის N2 საჯარო სკოლის ეზო მე-7 კლასელებმა მოხატეს
07-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, განვითარებას და მათში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღეც სკოლაში შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა. 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, მე-7 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატებით მოხატეს ეზო. 

მოსწავლეების ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, ბავშვებმა დრო სასიამოვნოდ და სახალისოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203