ლაჯანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალისო აქტივობები მიეძღვნა 
07-06-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ბავშვებმა სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს, საინტრესო ნამუშევრები შექმნეს. მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203