მინისტრის ბრძანებით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური განისაზღვრა
10-06-2024

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. 

ბრძანებას, რომელსაც ხელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოაწერა აღნიშნულია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 415 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 183 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 12 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 15 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 986 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 919 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 773 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 20 168 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 528 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 093 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 23 339 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 28 953 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 26 317 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 32 944 ლარს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203