ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორმა - მინდია გველებიანმა მოსწავლეებს დაუვიწყარი ექსკურსია აჩუქა
10-06-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი ბავშვებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს - საინტერესო, შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობს. ის აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

ამჯერად, 31 მაისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორმა - მინდია გველებიანმა მოსწავლეებს ექსკურსია მოუწყო ბათუმის მიმართულებით და I-XII კლასების ყველა მოსწავლე გაახარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები აღფრთოვანდნენ დენდროლოგიურ პარკში სხვადასხვა ფრინველებისა თუ ცხოველების ნახვით.

„ვოლიერებიდან იპრანჭებოდნენ პატარა ლემურები, თავს იწონებდნენ ფარშევანგები. მინიატურებმა საქართველოს ყველა კუთხე წარმოაჩინეს და ბოლოს დელფინების არაჩვეულებრივმა წარმოდგენამ, ბავშვები სულ აღაფრთოვანა“, - აღნიშნავენ სკოლაში,

სკოლაში მადლობას უხდიან სკოლასა და მოსწავლეებზე მზრუნველ დირექტორს, რომელიც როგორც აღნიშნავენ, ყოველთვის ერთგულად ემსახურება საყვარელ სკოლას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203