ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა და ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, სასწავლო წლის დასასრულს, სპორტის პედაგოგების ხელმძღვანელობით გაიმართა სპორტული ღონისძიებები დაწყებითი საფეხურის (პედაგოგი - ვიტა გურგენაძე) და საბაზო საფეხურის (პედაგოგი - მამუკა მიქაბერძე) მოსწავლეთა შორის.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ „მხიარული სტარტების“ პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ აქტივობებში, ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი ძალები მოსინჯეს რამდენიმე სპორტულ სახეობაში.
ორივე ღონისძიება ჩატარდა სახალისო, კონკურენტულ გარემოში, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი სპორტული მონაცემები.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებითა და თასებით.
ეს დღე სახალისო და ძალიან საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: