დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - გიული მანთაშაშვილმა, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა და სასწავლო პროცესში მოტივაციის ამაღლების მიზნით, VII კლასის მოსწავლეების ჩართულობით ჩაატარა როლური თამაში: „დარბაზობა“ აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით.
მოსწავლეებმა გაითამაშეს სამსჯავროს სცენა, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: