ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
ამის მიზეზი მე-4 კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიებაა. მის ფარგლებში, მეოთხეკლასელებმა დამრიგებელ გაიანე კიურეღიანს მადლობა გადაუხადეს, ლექსები წაიკითხეს და დამრიგებელთან ერთად, სკოლაში გადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა იმღერეს და როლური თამაშები გამართეს. ბოლოს, კლასის დამრიგებელმა გაიანე კიურეღიანმა მათ მოახლოებული სასწავლო წლის დასასრული წინასწარ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მის მილოცვას სკოლის დირექტორი - სასნუჰი კიურეღიანი და სკოლის დირექტორის მოადგილე - ლეილი მარკოსიანი შეუერთდნენ.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგს, დაუღალავი შრომისთვის, მადლობის ნიშნად, დიპლომი უსახსოვრეს.
იხილეთ ფოტოები: