ნაგების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი დაუვიწყარი ღონისძიებით დააგვირგვინეს
10-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მე-4 კლასის ორმა მოსწავლემ ლამაზი ღონისძიება გამართა. 

ის სასწავლო წლის მიწურულს მიეძღვნა. მოსწავლეები ზეიმში დამრიგებელ ნელიკო გიგანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მეოთხეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები შეაჯამეს, ღიმილით დატვირთული ლამაზი დღეები გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.

აქტივობებისას გამოიკვეთა მოსწავლეთა მეგობრობა, პატრიოტული სულისკვეთება, აზროვნება, კრეატიულობა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეოთხეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას მომავლის იმედი აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ლექსები მომავალმა პირველკლასელებმაც წაიკითხეს. 

„რთულია ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, დამრიგებელ ნელიკო გიგანისათვის იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, მათი გამოხედვა, დახმარების გაწევა და სწავლება ყოველდღიურობას კარგავს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203