ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრი გაიმართა 
10-06-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, მოსწავლეები ერთმანეთს მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. 

აღნიშნულ შეჯიბრებაში მთელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული კლასი დიდი მონდომებითა და ხალისით იბრძოდა გამარჯვებისთვის.

გამარჯვებულების გამოვლენის შემდგომ, სკოლის დირექტორმა - ლენა კარაპეტიანმა I , II და III ადგილოსნებს გადასცა ჯილდოები და მედლები მონაწილეობისა და წარმატებით ასპარეზობისთვის.

სკოლის დირექტორმა ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა მოსწავლეს მონაწილეობისათვის.

ეს დღე სახალისო და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203