ოსიაურის საჯარო სკოლის I და IV კლასელთა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება 
10-06-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში I და IV კლასების მოსწავლეთა ერთობლივი საინტერესო და დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიებით I კლასელებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს, ხოლო მე-4 კლასელებმა პირველ მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

​აღსანიშნავია, რომ წელს, IV კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან.

ბავშვებმა, ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე საინტერესო, ემოციური და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203