„მათემატიკის საღამო-კონფერენცია“ თბილისის N89 საჯარო სკოლაში
10-06-2024

თბილისის N89 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ 7 ივნისს მოსწავლეების ორგანიზებით (მოსწავლეთა სასკოლო-სასწავლო კლუბი მათემატიკაში, ორგანიზატორები IX კლასის მოსწავლეები - ელენე ჩინჩალაძე, მარიამ ოთარაშვილი, ნიკოლოზ  კალანდაძე) და სკოლის ადმინისტრაციის უშუალო მხადაჭერით „მათემატიკის საღამო-კონფერენცია“ მოეწყო.

ამ საგანმანათლებლო ღონისძიების მთავარი მიზანი მათემატიკის, როგორც ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი საგნის პოპულარიზაცია იყო.

მოსწავლეებმა, მათემატიკასთან დაკვშირებით, საინტერესო პრეზენტაცია-მოხსენებები გამართეს, ისაუბრეს მის  ყოველდღიურ ცხოვრებასთან აუცილებელი კავშირის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას მსოფლიოში ცნობილი ქართველი მათემატიკოსების ბიოგრაფიები და მათი მიღწევები გააცნეს. გარდა ამისა, მოსწავლეები შეეხნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს  საკითხებს, რომელსაც მეცნიერები, რომ არა მათემატიკა, ვერ ამოხსნიდნენ.

ღონისძიების მომდევნო ეტაპი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მასში პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დასასრულს, სკოლის დირექტორმა - მიმოზა  ტყებუჩავამ და დირექტორის მოადგილე - თამარ  ფიროსმანაშილმა ღონისძიება შაჯამეს, მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს და ორგანიზატორებს სამომავლოდ თემასთან დაკავშირებული საინტერესო აქტივობებიც  შესთავაზეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203