აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მიღწევებზე აისახება.
მათ, შორის აღსანიშნავია მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“.
გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“ არაერთგზის გამარჯვებული, 2024 წლის რეგიონის პირველობაზე წარმატებით მოასპარეზე, ხონის N2 საჯარო სკოლის VIII ბ კლასის გუნდი „მერანი“ გახლავთ.
ინტელექტუალთა გუნდში ირიცხებიან - დათო იოსელიანი, ნატა იმედაძე, ელენე ბახტაძე, ოთო გოფოძე, ივერი ჭავჭანიძე. მათი კლასის დამრიგებელი კი ნათია ბარდაველიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეებს მორიგ წარმატებას ულოცავენ.
„გილოცავთ ბავშვებო მორიგ წარმატებას, სკოლა ამაყობს თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: