კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში, კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხელოვნებაა თავად უკვდავება“, ჩატარდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაკა პერტენავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი სიყვარული და პატივისცემა უდიდესი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიმართ.
მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
ეს დღე საინტერესო, შემოქმედებითი და ემოციური იყო თითოეულო მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: