თელავის N7 საჯარო სკოლის გუნდი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ კონკურსზე მონაწილეობდა.
გუნდი კატეგორიაში „აკადემიური სიმღერა A-b-1“ გამოვიდა და დიდ წარმატებას მიაღწია.
გუნდს ლაურეატის წოდება მიანიჭეს და ოქროს მედალი გადასცეს.
ამის გარდა, მოსწავლეები საუკეთესო კოსტიუმებისთვისაც დაჯილდოვდნენ.
გუნდს პედაგოგი მაია შალიკაშვილი ხელმძღვანელობს.
თელავის N7 საჯარო სკოლის დირექცია მაია შალიკაშვილსა და მის გუნდს ულოცავს ამ უდიდეს წარმატებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები