პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტებზე იმუშავეს 
10-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებისა და ისტ-ის პედაგოგის - მეტაქსია არაქელიანის ინიციატივით,  შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მის ფარგლებში მოსწავლეებმა 4 პროექტი: „წითელქუდა“ - ზღაპრის ანიმაცია, „სოფელ პატარა ხანჩალის ისტორია“ - Power Point-ის პროგრამით, ელექტრონული ჟურნალი MS Exel პროგრამით და საკუთარი სოფლის შესახებ ვებგვერდი HTML-ით მოამზადეს.

პროექტები სახელმწიფო ენაზე, ქართული ენის პედაგოგის - ვაზგენ კადჟოიანის დახმარებით, განხორციელდა.

გაკვეთილის შინაარსი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. აღსანიშნავია, რომ მაყურებელმა დიდი კმაყოფილება გამოხატა. გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა, რითაც შესაძლებელია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის მომზადება.

„გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ისინი არ არიან ინფორმაციის პასიური მსმენელები, არამედ მათ შეუძლიათ სასწავლო მასალის შეცვლა და მომზადება, რაც ავითარებს მოსწავლეებში პასუხისმგრბლობის გრძნობასა და შემოქმედებით აზროვნებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203