„დედამიწაზე ზრუნვა, ჩვენი სკოლის ეზოდან იწყება“ - გარემოსდაცვითი პროექტი სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში
10-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „დედამიწაზე ზრუნვა, ჩვენი სკოლის ეზოდან იწყება“.

პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, დედამიწის ეკოსისტემის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბიოეკონომიკის პრინციპის გათვალისწინება, შემოქმედებითი, თანამშრომლობით უნარების განვითარება.

პროექტში, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მასწავლებლებთან ერთად.

პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები.

მოსწავლეები იმყოფებოდნენ „სართი ფლორას“ სანერგე მეურნეობაში. მათ ასევე, იზრუნეს სკოლის ეზოს დასუფთავება-გალამაზებაზე, დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, გააკეთეს ნახატების გამოფენა და პოსტერები.

ბავშვებმა ასევე, დაამზადეს ნაჭრის ჩანთები, შეისწავლეს „დედამიწის ჰიმნი“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203