თბილისის N208 საჯარო სკოლაში ფორმალურთან ერთად მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-3 გ კლასში არაფორმალური განათლების ფარგლებში, დაგეგმილი პროექტის „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ დასკვნითი ღონისძიება წარმატებული სპორტსმენის, გიორგი ხიზანიშვილის სტუმრობით დასრულდა.
პარატაეკვანდოს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა მესამეკლასელებისთვის შთამბეჭდავი, დადებითი ემოციებით დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა.
„მოსწავლეების მხრიდან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ: პროექტის მიზანმა გაამართლა. გიორგი ხიზანიშვილის მიზანდასახულობა და შეუპოვარი ბრძოლის უნარი დიდი მოტივაცია აღმოჩნდა პატარებისთვის მომავალი წარმატებისკენ სწრაფვაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული კლასის ხელმძღვანელი ნონა სეფიაშვილი გახლავთ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს განწყობასა და მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: