ბაღიდან გათავისუფლებული 19 თანამშრომელი სასამართლომ სამსახურში დააბრუნა, მათ 18 თვის ხელფასი აუნაზღაურდებათ
10-06-2024

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან 19 უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს 18 თვის განაცდური ჩაერიცხა და მალე კუთვნილ სამუშაო ადგილებსაც დაუბრუნდებიან. 


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინფორმაცით, სასამართლომ უკანონოდ სცნო წალენჯიხის ბაღიდან თანამშრომლების გათავისუფლება.


შეგახსენებთ, რომ 2022 სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან 35 აღმზრდელის თანაშემწე გაათავისუფლეს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შელახული შრომითი უფლების აღდგენისა და დაცვისთვის მიმართა 19-მა უკანონოდ გათავისუფლებულმა თანაშემწემ.

„ეს იყო ერთ-ერთი დიდი პროცესი და წარმატებული დასასრული.  ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დასქამებულეთა გათავისუფლება სასამრთლომ უკანოდ სცნო: ა. დაზარალებულთათვის განაცდურის მიღებითა და ბ. სამსახურში ღირსეულად აღდგენის დასკვნით!

მათ უკანონოდ გათავისუფლებისთვის 18 თვის განაცდური მიიღეს. გვჯერა, რომ მალე დაუბრუნდებიან კუთვნილ ადგილებს ღირსეულად“, - აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203