13 ივნისს, პარლამენტში „მინისტრის საათი“ გაიმართება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
ამილახვარის მოსმენა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
განათლების მინისტრი პარლამენტის სხდომაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.