ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ლამაზი და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება - „მამული, ენა, სარწმუნოება“ IV კლასის მოსწავლეებმა გამართეს.
ისინი აქტივობებში დამრიგებელ ნაირა კვერღელიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, საინტერესო ნომრები გამართეს და სასკოლო საზოგადოებას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს.
ბოლოს, მათ სკოლის ეზოში ფერადი კვამლიც გაუშვეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: