ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, სომხური ენის მასწავლებელმა - ანნა ჰოვსეფიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც საიათნოვას მიეძღვნა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ საიათნოვას შესახებ ისაუბრეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღია გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: