დამალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება
11-06-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ლამაზი და შემოქმედებითი ღონისძიება პედაგოგ ნაირა ამბარცუმიანის სადამრიგებლო 1-ელი კლასის მოსწავლეებმა გამართეს. ის ანბანის გაცილებას მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203