„გავუფრთხილდეთ, დავიცვათ  და დავასუფთავოთ ჩვენი სოფლის სალოცავები“ - სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაშქრობა მოაწყვეს 
11-06-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, 8 ივნისს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოაწყვეს სასკოლო ლაშქრობა თემით - „გავუფრთხილდეთ, დავიცვათ  და დავასუფთავოთ ჩვენი სოფლის სალოცავები“.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოილოცეს სოფლიდან 6-7 კმ-ით მოშორებული ქუმის წმინდა გიორგის ეკლესია, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია.

მათ საინტერესო ადგილები დაათვალიერეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

სკოლაში თითოეულ მოსწავლეს მადლობას უხდიან ასეთი ჩართულობისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203