გორელოვკის N3 და ორლოვკის საჯარო სკოლების მე-4 კლასის მოსწავლეთა ერთობლივი, ემოციური ღონისძიება 
11-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ როგორც ამავე, ასევე ორლოვკის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და ნოდარ დუმბაძის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით, სპექტაკლი გაითამაშეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასელებთან ერთად, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-3 კლასის მოსწავლეებიც.

ასევე აქტივობებში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები. მათ შვილებთან ერთად შეასრულეს დედაშვილობაზე სიმღერა.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს უსურვეს წარმატებები.

„მადლობა გაწეული შრომისათვის მასწავლებელ მაია ჭელიძე-ბოლქვაძესა და დამირეგებელ მადონა გობაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203