ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, II-VIII კლასების მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობაში მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიება მუსიკალურად ლამზირა მიქაძემ გააფორმა.
იხილეთ ფოტოები სრულად