ეკისა და უშუფათის საჯარო სკოლების თანამშრომლობით მოსწავლეებისთვის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული
ამჯერად, სკოლების (ეკისა და უშუფათის) თანამშრომლობის მიზნით, ეკის საჯარო სკოლაში, მათემატიკისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ ხ.ფირცხალავა და ლ.ჩხეტია.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, თემაზე - “ფუნქციის გრაფიკის აგება და კვლევა პროგრამა Geogebra-ში, desmos-ში და symbolab-ში.“ ასევე, მის გამოყენებას ck12-simulatios-გასროლილი ისრის გრაფიკის კვლევაზე.
პედაგოგებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის დირექტორ ლელა სიჭინავასა და უშუფათის სკოლის ხელმძღვანელ პაატა გაბელიას, რომლებმაც იზრუნეს მასწავლებლებთან პრაქტიკის გაზიარებასა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე.
ასევე მათ მადლობა გადაუხადეს პედკოლექტივს, მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოების წევრებს ჩართულობისთვის.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები: