„ჩრდილების თეატრი“ - საინტერესო პროექტი ორჯის საჯარო სკოლაში 
11-06-2024
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის, სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში, ფორმალურთან ერთად, მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლაში, არაფორმალური განათლების ფარგლებში, პროექტი „ჩრდილების თეატრი“ დასრულდა.

პროექტი ჩატარდა მესამე და მეოთხე კლასებში. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს იგავ-არაკი „მელა და წერო“ და ზღაპარი „კომბლე“.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

პროექტი განახორციელეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა. აღნიშნული პედაგოგები გახლავთ - ასია ანტონიანი და დალი ყავრელიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203