„სურვილების დაფა“ - მამხუტის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია.
სწორედ აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში საინტერესო ღონისძიება „სურვილების დაფა“ განხორციელდა.
აქტივობაში მოსწავლეები და მასწავლებლები მონდომებით ჩაერთნენ და „სურვილების დაფაზე“ კეთილი სურვილები დააფიქსირეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების განწყობის, მოტივაციის ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: