ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაგბის ფესტივალში წარმატებით იასპარეზეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის V და VI კლასების გოგონები და ვაჟები, რაგბის ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ.
ფესტივალი სასკოლო რაგბში, 5 ივნისს განათლების სამინისტროსა და რაგბის კავშირის ეგიდით, დაბა ხარაგაულში ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს თასი და სიგელები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიღწევებს სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: