ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება 
11-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წელს IV კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური იყო. ბავშვებმა, ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ, ასევე პედაგოგს ნონა გოგიტიძეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგი მათ მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებს.

„სევდანარევი სიხარულით სავსე დღე გამოვიდა. დასრულდა ჩვენი ოთხწლიანი ფერადი მოგზაურობა. დიდი წარმატებები ჩემს ბავშვებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“, - აღნიშნავს პედაგოგი ნონა გოგიტიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203