ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი იყო ეკოკლუბ „ვიტისის“ საქმიანობა.
მათ შორის აღსანიშნავია, ეკოკლუბის ლიდერის საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მეტად აქტუალურ თემას - კიბერბულინგს ეხებოდა.
ეკოკლუბ „ვიტისის“ ლიდერი ნინი მგელაძე მთელი კვირის განმავლობაში იკვლევდა კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციებს და მას შემდეგ, რაც კონკრეტულ საკითხში ცოდნა აიმაღლა, გადაწყვიტა ეს თავისი თანაგუნდელებისა და თანასკოლელებისთვისაც გაეზიარებინა.
მან საკითხის აქტუალობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, კიბერბულინგი ძალიან დიდი საშიშროება გახდა, განსაკუთრებით მოზარდებში. ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეები ხდებიან.
მეტად მნიშვნელოვანია აქტივობის მიზნები და ისახავს - მოსწავლეებმა გააცნობიერონ, თუ რა არის კიბერბულინგი. როგორ ვლინდება იგი; ვინ შეიძლება გახდეს ბულერი ან პირიქით კიბერბულინგის მსხვერპლი; როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან; მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ მსგავსი შემთხვევა მათთაც შეემთხვევათ, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, და ამის შესახებ აუცილებლად გააგებინონ მშობლებს, უფროს მეგობრებსა თუ მასწავლებლებს - სწორედ ზემოთაღნიშნული საკითხების შესახებ აუმაღლდათ ცნობერება მოსწავლეებს.
პრეზენტაციაზე მსმენელებს დაევალათ მოიძიონ კანონის ის მუხლები, რომლებიც შემუშავებულია კიბერბულინგთან ბრძოლისათვის, ასევე თუ რა სასჯელი ელოდება კიბერბულერს, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: