ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ვიტისი“ მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს 
17-06-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და საინტერესო ინიციატივებით გაჯერებული იყო. 

აღსანიშნავია, რომ აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ეკოკლუბი - „ვიტისი“, რომლის მიზანიც, სასკოლო საზოგადოებაში ეკოცნიბიერების გაღრმავებასა და გარემოსადმი სიყვარულის გაღვივება იყო. 

საინტერესო აქტივობებს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ 23 მაისს, ეკოკლუბის წევრმა ნატალია ხინთიბიძემ მე-7 კლასის მოსწავლეებს გააცნო თემა - რაზე მიგვანიშნებს პლასტმასის პროდუქციაზე მითითებული ნიშნები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დაისვა შემდეგი საკითხიც - პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულიცაა, იაფიც და მსუბუქიც, მაგრამ რის ხარჯზე ვიღებთ ამ სერვისს? რამდენად მავნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რა სახის დანამატებს შეიცავს და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყველა პლასტმასი ერთნაირი შემადგენლობის არ არის, ზოგიერთი მათგანი საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებსაც კი შეიცავს. იმისათვის, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს პლასტმასის ჭურჭლისა თუ ტარის შემადგენლობაზე და მისი გამოყენების პირობებზე, აუცილებელია ვიცოდეთ სპეციალური აბრევიატურებისა და სიმბოლოების გაშიფვრა.

მომხსენებელმა ისაუბრა თუ რა ნიშნების საფუძველზე კლასიფიცირდება პლასტმასი 7 ძირითად ტიპად; რას გვეუბნება პლასტმასის პროდუქციის ძირზე არსებული იდენტიფიკაციის კოდი; რომელია პლასტმასის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე საშიში სახეები.

შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203