ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ვიტისი“, რომლისთვისაც 2023-2024 მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ამასთან კლუბი ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“, რომლის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებს.
მათ შორის კლუბის წევრებმა სამკურნალო მცენარეების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება გადაწყვიტეს.
მე-6 კლასელებმა შეიტყვეს, რომ ფიტოთერაპია სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდია, რომელიც უძველესი ხალხური მედიცინის საფუძველზე გაჩნდა. ის მცენარეებისა და მათგან მიღებული წამლების გამოყენებას ეყრდნობა. ამიტომაც ფიტოთერაპიას „ბალახებით მკურნალობასაც“ უწოდებენ. ამდენად, ფიტოთერაპია არატრადიციული მედიცინის ერთ-ერთი ნაწილია.
პრაქტიკულად არ არსებობს მცენარე, მისი გამოყენება პრეპარატების მოსამზადებლად არ შეიძლებოდეს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, სხვებთან კომბინაციაში).
პრეზენტაციაში ხაზგასმით იქნა წარმოჩენილი:
მოცემული მცენარეების (მრავალძარღვა, პიტნა, გვირილას, კუნელი, ცხენისწაბლა) აგებულების თავისებურებები, მათი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორ და როდის ხდება მათი შეგროვება, მცენარეთა გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მათ, რა ფორმის წამალი მზადდება და როგორ მიიღება ის, რა უკუჩვენებები ახასიათებთ და ა.შ
აქტივობა 20 მაისს მე-6 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა და მეექვსეკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: