ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ვიტისისთვის“ 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო.
კლუბის წარმატებული საქმიანობიდან აღსანიშნავია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის გარშემო განხორციელებული აქტივობები.
მათ შორის ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.
გუნდის წევრებმა პასუხი გასცეს ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხს:
· რა არის ნაფმსაჯულთა სასამართლო?
· რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით?
·რამდენი მსაჯულისგან შედგება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო?
· გათვალისწინებულია თუ არა ნაფიცი მსაჯულისთვის (მსაჯულობის კანდიდატისთვის) სოციალური დაცვის გარანტიები?
· ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
· არსებობს თუ არა საქმის განხილვაში ნაფიცმსაჯულად მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები?
· შეუძლია თუ არა პირს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?
ამის შემდეგ თავიანთი ფანტაზიით მოფიქრებული სასამართლო საქმეების დეტალები განიხილეს.
დამსწრეებმა თავი ნაფიცმსაჯულების ამპლუაში წარმოიდგინეს, იმსჯელეს მოცემულ საკითხზე რის შემდეგაც ხელის აწევით კენჭი უყარეს გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ განაჩენს.
იხილეთ ფოტოები: